შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ნადარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაწყებისას მოხდილი ჰქონდა სამხედრო სავალდებულო სამსახური, დაუსწრებლად სწავლობდა მექანიზაციის ფაკულტეტზე. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს იყო სოხუმის მერის, გურამ გაბისკირიას პირადი მცველი. დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაზე განხორციელებული შეტევის დროს. (ნეშტი აღმოჩენილ იქნა სოხუმში, ე.წ. იაშტუხას სასაფლაოზე არსებულ სამარხში). 2019 წელს ზურაბ ნადარეიშვილის ცხედარი გადმოსვენებულ იქნა თბილისში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.331; საქართველოს პირველი არხი: 1tv.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |