შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა წვერავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 1996 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2018 წელს. 1993-1995წწ. ქ. თბილისის მერია, არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველო, მომმარაგებელი; 1996-1997წწ. ქ. თბილისის მერია, საერთო განყოფილება, მეურნეობის გამგე; 1996-1997წწ. ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისის განყოფილება, თბილისის განყოფილება რწმუნებული; 1997-2000წწ. ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატი, აპარატი, მთავარი სპეციალისტი; 2000-2004წწ. ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატი, საიდუმლო საქმეთა განყოფილება, განყოფილების უფროსი; 2004-2005წწ. ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატი, საკადრო რესურსების მართვის სამსახური, უფროსის მოადგილე; 2005-2006წწ. ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატი, საიდუმლო-სამობილიზაციო განყოფილება ტექნიკური უნივერსიტეტი, განყოფილების უფროსი; 2006-2007წწ. ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაცია, საორგანიზაციო სამსახურის განყოფილების უფროსი; 2007-2014წწ. ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაცია, საიდუმლო-სამობილიზაციო სამსახურის უფროსი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საჯარო მმართველობის აკადემიური დოქტორი (2018). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |