The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაჩუკი ნეფარიძე

ბაჩუკი ნეფარიძე
ოფიციალური სახელი:ივანე ნეფარიძე
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1966
გარდაცვ. თარიღი:11 ივლისი, 1993  (26 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ შუქრუთის სასაფლაო, ჭიათურის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუქრუთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პროფესიულ-ტექნიკური და ხონის ტექნიკური სასწავლებლები,  შემდეგ სწავლობდა ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტში იურიდიული ფაკულტეტზე. მუშაობდა ჭიათურისა და წყალტუბოს პოლიციაში, ქუთაისის ავტოინსპექციაში ინსპექტორად. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, 1993 წლის 11 ივლისს სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.333-334


გააზიარე: