The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნუცუბიძე

ალექსანდრე ნუცუბიძე
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1968
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 1993  (25 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამეთაურო საარტილერიო სასწავლებელი, სპეციალური სამხედრო განათლების მიღების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ფორმირებების შექმნაში. ალექსანდრე ნუცუბიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მობილური ძალების სამხედრო ნაწილის საარტილერიო ასეულის მეთაური, მაიორი. დაიღუპა 1993 წლის 20 სექტემბერ სოხუმის მისადგომებთან სოფელ აძიუჟბაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.336


გააზიარე: