შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამთა ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2011 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2013 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2020 წელს. 2013-2015წწ. ტელეკომპანია ობიექტივი, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი; 2015-2017წწ. ტელეკომპანია ობიექტივი, საინფორმაციო სამსახური, პროდიუსერი; 2018-2020წწ. შ.პ.ს. "გგ", მარკეტინგის მენეჯერი; 2018-2019წწ. შ.პ.ს "სტუდია 13", დირექტორი; 2020-2023წწ. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის აპარატის სპეციალისტი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი. საჯარო მმართველობის აკადემიური დოქტორი (2020), პროფესორი (2021). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |