შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შორენა ჯანხოთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩიხა, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ასპირანტურა კერძო სამართლის სპეციალობით 2005 წელს; 2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 1990-1996წწ. - საიჯარო ფირმა "პრო-22"-ის იურისტი; 1996-1998წწ. - შპს "ბიზნეს-ასისტენტის" იურისტი; 1998-2000წწ. თბილისის იურიდიული ინსტიტუტის პედაგოგი, ამავდროულად მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მრჩეველად; 1999-2004წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პედაგოგი; 2000-2001წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტი; 2001-2004წწ. - საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტი; 2004-2005წწ. - საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარების" მთავარი ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში; 2004 წლიდან - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში პედაგოგი; 2005-2007წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსი; 2007-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |