შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჟახუნდერი, ლენტეხის რაიონი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ ჩაირიცხა სოხუმის გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1979 წელს. მუშაობდა სოხუმის კულინარიულ სასწავლებელში ლიტერატურის მასწავლებლად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. თერთმეტი თვის განმავლობაში იბრძოდი გუმისთის ხაზზე, 23-ე მოტო-მექანიზებული ტანკსაწინააღმდეგო ბრიგადის ერთ-ერთ ქვედანაყოფს მეთაური. დაიღუპა 1993 წლის 20 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ კელასურთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.344-345
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |