შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ადეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2010 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2013 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2017 წელს. 2010-2016წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტური თვითმმართველობა, ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი; 2016-2022წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოციალურ საკითხთა სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი, მოადგილე; 2017-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შესყიდვების დეპარტამენტი, სატენდერო კომისია, აპარატის წევრი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2023 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, მენეჯერი. საჯარო მმართველობის აკადემიური დოქტორი (2017), პროფესორი (2018). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |