The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ორველაშვილი

ნიკოლოზ ორველაშვილი
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1974
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1993  (19 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ გამარჯვების სასაფლაო, გარდაბნის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გამარჯვება, გარდაბნის რაიონი.

1991 წელს მუშაობა დაიწყო ლილოს ხილ-ბოსტნეულის ქარხანაში მუშად. მე-11 ბრიგადის 117-ე ბატალიონის რიგითი ნიკოლოზ ორველაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 1992 წლიდან. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იბრძოდა ლაბრა-ტამიშთან. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს სოფელ ტამიშთან, დესანტის გადმოსხმის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.345

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: