The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რატი გურგენიძე

რატი გურგენიძე
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1992  (33 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2012 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2014 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2020 წელს.

2016-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტური თვითმმართველობა, პრეზიდენტი; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2021 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითშემოქმედებითი კოლექტივების გაერთიანების უფროსი; 2020-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოციალურ საკითხთა სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი, უფროსის მოადგილე; 2022 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, მენეჯერი; 2022 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სასწავლო ცენტრი, მენეჯერი. 10-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საჯარო მმართველობის აკადემიური დოქტორი (2020), პროფესორი (2020).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: