The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ჯულაყიძე

მერაბ ჯულაყიძე
Date of birth:24 January, 1958  (67 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ყუმური, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტი 1980 წელს.

1984-1988წწ. იყო საქართველოს უმაღლესი განათლების სამინისტროს სამეცნიერო გამოკვლევების უმაღლეს სასწავლებელთაშორისო ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი; 1993-1996წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო მრჩეველი საფინანსო და საგადასახადო პოლიტიკის საკითხებში; 1997-2012წწ. საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის აპარატის უფროსი, კომიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ (2004) - წამყვანი სპეციალისტი; 1996-1999წწ. მსოფლიო ბანკის პროგრამის კოორდინატორი საპენსიო რეფორმის მიმართულებით; სამეცნიერო შრომები აქვს ინფორმატიკის, საპენსიო რეფორმის, თამაშთა თეორიის, ეკონომეტრიკის სფეროებში, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (54 ნაშრომი); 2009-2010წწ. იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1986 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი (1989), თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომეტრიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2012 წლიდან).

სადისერტაციო თემა - "წარმოების ინტენსიფიკაციის ფაქტორების მაკროეკონომიკური მოდელირება".


Share: