The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ქოიავა

თამაზ ქოიავა
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1932
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 2024  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1956 წელს; ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მრეწველობის ეკონომისტის სპეციალობით 1967 წელს.

1957-1969წწ. ტრესტ "საქნახშირმადანძიების" სისტემაში გაიარა გზა რიგითი გეოლოგის თანამდებობიდან სხვადასხვა გეოლოგიური პარტიების უფროსობამდე, ხოლო 1969-1972წწ. გახლდათ გეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; 1972-1974წწ. მივლინებული იყო ალჟირის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ნაციონალურ დეპარტამენტ "სონარემ"-ში კონსულტანტად ეკონომიკის საკითხებში; 1974-1976წწ. მუშაობდა "საქგეოლოგია"-ში გეოლოგიური კონტროლის განყოფილების უფროსად; 1976-1987წწ. ის საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილებაში, კურირებდა საქართველოს სამთო-გეოლოგიურ და სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსებს; 1987-1988წწ. იყო ნავთობპროდუქტების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1988-1991წწ. სათბობის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1991-1995წწ. საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელწმიფო ფონდის თავჯდომარის მოადგილე, ხოლო 1995 წლიდან ის "საქგაზის" თავჯდომარის მოადგილეა, რომლის გაუქმების შემდგომ მუშაობას აგრძელებს სახელმწიფო კომპანია "საქტრანსგაზმრეწვში", საიდანაც 2002 წელს 70 წლის ასაკში გადის პენსიაზე; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული 1991-1993 წლებში სამოქალაქო ომის დროს დაზარალებულ თბილისელთა მხარდაჭერასა და რუსთაველის პროსპექტის აღდგენა-აღორძინებაში. 


გააზიარე: