შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ჯიქია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქ. მოსკოვის სოფლის მეურნეობის ელექტერიფიკაციისა და მექანიზაციის საკავშირო ინსტიტუტი ეკონომიკის, დაგეგმვის და მართვის ორგანიზაციის სპეციალობით 1983 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა ეკონომისტის კვალიფიკაციით 1995 წელს; ილ. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურისტის კვალიფიკაციით 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2019 წელს. 1986-1995წწ. ზოოვეტერინარული ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი, უფრ. მასწავლებელი; 2995-1999წწ. ქ. თბილისის კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, დეკლარაციებისა და დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავების განყოფილება, ინსპექტორი; 1999-2000წწ. ქ. თბილისის კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექცია მომსახურების განყოფილების უფროსი; 2000-2004წწ. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის და ვაკე საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის, კონტროლოს გამყოფილების მთავარი ინსპექტორი; 2004-2006წწ. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია, საგადასახადო აუდიტის განყოფილება, მთავარი ინსპექტორი; 2006-2007წწ. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია, აუდიტის სამმართველო, უფროსის მოადგილე; 2007-2008წწ. შპს "ბურჯი" და ასოციაცია "ატუ" საფინანსო სამმართველოს უფროსი; 2008-2013წწ. სს "იტერა საქართველო" კომპანიის ფინანსური დირექტორი; 2011 წლიდან შპს "ელ. თი. ჯი" კონსალტინგი, კომპანიის დირექტორი; 2013-2015წწ. სს "სოკარ ჯორჯია", ფინანსური მონიტორინგის მენეჯერი; 2015 წლიდან შპს "ქართუ", კომპანიის დირექტორი; 2021 წლიდან საქ. ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (2019), პროფესორი (2021). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |