Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ოძელაშვილი![]()
Biographyმაიორი მიხეილ ოთარის ძე ოძელაშვილი მსახურობდა ეროვნული გვარდიის რიგებში 1992 წლის მარტიდან, ხოლო 1992 წლის სექტემბრიდან ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების ასეულის მეთაურის თანამდებობაზე იყო. იგი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. დაიღუპა საბრძოლო მოქმედებისას აფხაზეთში, 1993 წლის 23 სექტემბერს სოფელ ახალდაბასთან. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა, მამაცობისა და თავდადებისათვის საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 23 ივნისს მიხეილ ოძელაშვილი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.347-349 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |