შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალა, საჩხერის რაიონი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჭიათურის ფილიალში, პარალელურად მუშაობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში ავიასამოდელო წრის ხელმძღვანელად. გატაცებული იყო ტექნიკით. თავის მეგობარ მირიან ხიდაშელთან ერთად დაამუშავა და შექმნა ნახაზი ქართული ავტომატურად მსროლელი იარაღისთვის. ზურაბ აბაშიძე 1991 წელს შევიდა ეროვნულ გვარდიაში, რომლის ერთ-ერთი ბატალიონი (ამჟამად ბესიკ ქუთათელაძის სახელობის) დისლოცირებული იყო საჩხერეში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს იბრძოდა მოწინავე პოზიციებზე. დაიღუპა 1992 წლის 18 ოქტომბერს საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები.-თბ.,1996.-გვ.31-33 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |