The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ხუსკივაძე

ირაკლი ხუსკივაძე
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1990  (34 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2012 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2015 წელს; 2011-2012წწ. იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში; 2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2013 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2013-2014წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სპეციალისტი; 2014-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2016-2019წწ. - მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2022 წლის ნოემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: