The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე მაზმიშვილი

Date of birth:1898  (127 years)
Date of death:19??
Category:Inventor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, კასპის რაიონი.

1914-1915 წლებში მუშაობდა ტელეფონის ქსელის შემკეთებლად, 1925-1927 წლებში თელასში უფროს მემონტაჟედ, 1927-1928 წლებში კი მუშაობდა მოსკოვის განყოფილების ელექტროქსელმშენში; 1930-1933 წლებში – რკინიგზაზე,  ორთქმავალთა შემკეთებელ ელექტრონულ საამქროში. საგამომგონებლო მუშაობას შეუდგა 1928 წლიდან, ჰქონდა მრავალი გამოგონება, რომელთა უმეტესობა სათანადო დაწესებულებათა მიერ განხილული და მოწონებული იყო, მათი ეფექტურობა –დადასტურებული შრომის ნაყოფიერების ზრდის, ფიზიკური შრომის მექანიზაციით შეცვლისა და ეკონომიის თვალსაზრისით. ივანე მაზმიშვილს ეკუთვნის შემდეგი გამოგონებები: ელექტროხაზის დამცველი კოჭი – გაყვანილი ხაზის გადაწვისა და ხანძრის გაჩენის საშიშროების ამცილებელი; საცობის ბოთლიდან ამოსაღები მანქანა, ე. ი. ბოთლიდან დაუზიანებელი საცობის ამომღები; საცობის დასაცობი მანქანა; გაჯის დასაფქვავი მანქანა; კედლების სალესი მანქანა; ელექტროღუმელი-საკუჭნაო; აგურ-კრამიტის საჭრელი მანქანა; მარცვლეულის საშრობი მანქანა; თევზსაჭერი ბადე-მანქანა – მექანიზაციის წესით თევზის საჭერი; მექანიკური აბანო. რაციონალიზატორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.6


Share: