შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ითხვისი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1926 წელს. მუშაობდა აფხაზეთის, დუშეთის, ლაგოდეხის, სიღნაღის სატყეო მეურნეობებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1954-1974წწ. ხელმძღვანელობდა საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტის" საწარმოს. მეტყევე-ინჟინერი, საქართველოს სსრ დამსახურებული მეტყევე, ორგზის შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.129 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |