The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარატი წიქარიშვილი

მარატი წიქარიშვილი
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაისუბანი, ლაგოდეხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1959 წელს.

1960 წლის იანვრიდან მუშაობდა ვარდისუბნის საშუალო სკოლაში სადურგლო და საზეინკლო საქმის მასწავლებლად; 1960-1961წწ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ცხინვალის სატყეო მეურნეობაში; 1961-1965წწ. გორის საცდელ-საჩვენებელ სატყეო მეურნეობაში; ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორად; ლაგოდეხის სატყეო მეურნეობაში დირექტორად და მთავარ მეტყევედ; 1977 წლიდან ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორად.   

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.130


გააზიარე: