The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოხტა აბესალაშვილი

კოხტა აბესალაშვილი
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1961
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 1992  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბზიფი, გაგრის რაიონი.

1976-1979 წლებში სწავლობდა ფოთის მე-12 პროფესიულ სასწავლებელში, შემდეგ მუშაობა დაიწყო გაგრის რკინიგზის სარემონტო უბანზე. კოხტა აბესალაშვილი აფხაზეთის ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაგრის ბატალიონში ირიცხებოდა რიგით მებრძოლად. ითვლებოდა კარგ მთამსვლელად. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 10143-ე ბრიგადის ბატალიონ "ავაზაში". დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს საბრძოლო ოპერაციის დროს. აკრძალულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები.-თბ.,1996.-გვ.36; აფხაზეთის მეომართა კავშირი: amk.ge


გააზიარე: