The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მებუკე

თამარ მებუკე
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი საშ. სკოლის ინგლისური და ესპანური ენების მასწავლებლის კვალიფიკაციით 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1986 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2006 წელს.

1981 წელს მუშაობდა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ "მიონში" ტექნიკური ლიტერატურის თარჯიმნად; 1981-1983წწ. უცხო ენების ინსტიტუტის ინგლისური ენის მასწავლებელად; 1985-1986წწ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი "ВНИИТМЭ"-ს უფროს ლაბორანტად; 1986-1990წწ. პეტრე სტუჩკის სახელობის რიგის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ლატვია), ინგლისური ენის პედაგოგად და ამავე ქალაქის მე-40 საშუალო ინგლისური ენის სპეციალიზირებულ სკოლაში, სასწავლო ნაწილის უფროსად; 1990-2016წწ. თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის "ჰიპოკრატეს" ინგლისური ენის მასწავლებელად, ასისტენტ პროფესორად, მიმართულების ხელმძღვანელად; 1991 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელი, დოცენტი, ასისტენტ პროფესორი, პროფესორი; 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: