The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარეჯან ცუცქირიძე

დარეჯან ცუცქირიძე
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სომხური და ქართული ენის ლიტერატურის მასწავლებელის სპეციალობით 1998 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა კონფლიქტოლოგის კვალიფიკაციით 2006 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2011 წელს.

2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2006-2007წწ. ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის საქარველოს ისტორიისა და კულტურის კათედრის ლაბორანტი; 2007-2013წწ. საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტის ლაბორანტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2013 წელს ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის სასწავლო პროცესის ლაბორანტი; 2013-2017წწ. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2013-2016წწ. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის უფროსი სპეციალისტი; 2016 წლიდან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი. 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი (2011), პროფესორი (2013).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: