შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა პაპუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გურჯაანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის 110-ე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელი 1983 წელს. მუშაობდა თბილისის 90-ე მექანიზირებულ კოლონაში. 1984 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, იყო ტანკისტი. 1985-1989 წლებში სწავლობდა ბერდიჩევის "პროპორშჩიკების" სკოლაში. 1992 წლის ივნისამდე მუშაობდა გურჯაანის რაიონის მე-4 საამშენებლო ტრესტში მომმარაგებლად. გოჩა პაპუნაშვილი საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა 1992 წლის 8 ოქტომბერს, დაინიშნა მე-11 მექანიზირებული ბრიგადის 110-ე სატანკო დაზვერვის ოცეულის მეთაურის მოადგილედ. 1992 წლის 27 დეკემბერს გოჩა პაპუნაშვილი მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს დაიღუპა აფხაზეთში, სოფელ მერკულასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.352; მემატიანე.ჯი : შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |