Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან კუპატაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი "ალმა მატერი" 1997 წელს; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში; 2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში; 2014-2015წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1998-2001წწ. - კერძო საადვოკატო ფირმა შპს "სიმართლეში" ადვოკატი; 2002-2004წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი; 2004 წელს - ჯერ ასპინძის, ხოლო შემდეგ ახალქალაქის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებელი; 2004-2007წწ. - სს "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში უფროსი იურისტი; 2007-2013წწ. - სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში უფროსი იურისტი; 2013-2016წწ. - სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილების უფროსი; 2016-2020წწ. - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2020-2022წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2022-2023წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2024 წლის იანვრიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |