შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე შაკიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1998 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს. 1998-2015წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოსამზადებელი ცენტრი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მასწავლებელი; 2001-2003წწ. შსს სამინისტროს აკადემია, ქართული და უცხოური ენების კათედრა, კათედრის ასისტენტი; 2003-2005წწ. კოლეჯი "იმედი" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2004-2005წწ. უნივერსიტეტი "ვიტა", ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, მასწავლებელი; 2006-2010წწ. 99-ე საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატური, მასწავლებელი; 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2009-2016წწ. ბიზნეს–ინჟინერინგის ფაკულტეტი, მასწავლებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ასისტენტ პროფესორი; 2016 წლიდან საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფილოლოგიის დოქტორი (2012), პროფესორი (2012). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |