The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ აბრამიშვილი

მალხაზ აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1966
გარდაცვ. თარიღი:8 სექტემბერი, 1992  (26 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი სარეკის სასაფლაო, საჩხერის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სარეკი, საჩხერის რაიონი.

სწავლობდა თბილისის ვაჭრობის ტექნიკუმში საქონელმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1984 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, დაბრუნების შემდეგ მუშაობდა დარკვეთის გამამდიდრებელ ქარხანაში. 1992 წლის აპრილში  საქართველოს ეროვნული გვარდიის საჩხერის ბატალიონში მოხალისედ ჩაეწერა, იბრძოდა ცხინვალში. მიენიჭა გვარდიის ოფიცრის წოდება, ასევე იყო ასმეთაურის მოადგილე. 1992 წლის 10 აგვისტოს წავიდა აფხაზეთში, დაიღუპა 1992 წლის 8 სექტემბერს ტამიშის ხიდთან ბრძოლაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1.-თბ.,1996.-გვ.38; მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: