შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატა თედეშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქარელის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი საქმისწარმოების ორგანიზაციის სპეციალობით 1985 წელს; 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1989-1994წწ. - რუსთავის სასამართლოს სხდომის მდივანი; 1994-2001წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის რუსთავის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი; 2001-2003წწ. - ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2003 წლიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2007წწ. ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას. 2011 წლის მარტიდან ნოემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში. 2011-2013წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. 2013 წლის იანვრიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |