შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2000-2007წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ შს განყოფილებაში უფროსი გამომძიებელი; 2007-2009წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010წწ. ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში; 2010-2011წწ. - მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა წალკის რაიონულ სასამართლოში; 2011 წელს დაკისრებული ჰქონდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება; 2011-2012წწ. დაკისრებული ჰქონდა მესტიის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება; 2012-2016წწ. - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მესტიის მუნიციპალიტეტში; 2016-2017წწ. - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2017-2019წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქედას მუნიციპალიტეტში; 2019 წლის დეკემბრიდან - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |