The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან გოცირიძე

რუსუდან გოცირიძე
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1981 წელს; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1996 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1996-2003წწ. მაგისტრატურის დეპარტამენტი, ინგლისური ენის მასწავლებელი; 2003-2006წწ. მაგისტრატურის დეპარტამენტი, დოცენტი; 2006-2009წწ. ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, ენისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, სრული პროფესორი; 2013-2017წწ. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2017-2021წწ. საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორი. 100-მდე საეცნიერო ნაშრომის ავტორი. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (2003), პედაგოგიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: