შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ია ბურდული![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ფაკულტეტი ჟურნალისტის კვალიფიკაციით 1985 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფილოლოგი, გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1986 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა 1991 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2008 წელს. 1986 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1986-2009წწ. გერმანული და ფრანგული ენების კათედრა, საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფი გერმანული ენის მასწავლებელი, გერმანული ენის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2009-2013წწ. ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტი, ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2013-2017წწ. ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტი, ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2017-2021წწ. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან ბიზნეს ინჟინერინგის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორი; 2009-2011წწ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, უცხოური ენების მიმართულება, მიწვეული ასოცირებული პროფესორის სტატუსით; 2013-2017წწ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, უცხოური ენების მიმართულება, მიწვეული ასოცირებული პროფესორის სტატუსი; მიუნხენის ლიტერატურული სახლი, გოეთეს ინსტიტუტი, მთარგმნელობით სამუშაო ჯგუფის წევრი; 2018-2020წწ. (DAAD)-გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ელჩი საქართველოში (არაოფიციალური სტატუსი); 2020 წელს სტუ, საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამეცნიერო აკადემიური საბჭოს წევრი; საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიანტი-DAAD დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტში, მიწვეული პროფესორის სტატუსით. 46 სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. 47 საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე მოხსენებით. ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი (2008), პროფესორი (2009). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |