The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის ბუკია

ბორის ბუკია
Date of birth:13 April, 1907
Date of death:1967  (at 59 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტი 1931 წელს.

ამიერკავკასიის რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტში დატოვებული იქნა ასისტენტად; მუშაობდა თბოტექნიკისა და თერმოდინამიკის კათედრის დოცენტად; 1937-1942წწ. საქართველოში პირველი თბოელექტროსადგურის მშენებლობის უფროსი და პირველი დირექტორი; 1942-1945წწ. საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი; 1945-1956წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარანის მშენებლობის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი; 1956-1967წწ. თბილისის ხელსაწყოთშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი; 1945 წლის 20 ივნისს საქართველოში საავტომობილო მრეწველობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს სახალხო კომისარიატის ბრძანებით დაინიშნა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორად; არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის კომიტეტის წევრად, საქართველოს კპ ქუთაისისა და თბილისის საქალაქო კომიტეტის წევრად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატი.

წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.7

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომისთვის

Share: