შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ხოხობაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ისტორიის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1988 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 2005 წელს. 1988-1991წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი, "მაშავერას" არქეოლოგიური ექსპედიცია, ლაბორანტი; 1991 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1991-1993წწ. საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1993 წელს ისტორიული ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, მეცნიერ-თანამშრომელი; 2004-2005წწ. ისტორიის და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა, მასწავლებელი, კათედრის დოცენტი; 2006-2016წწ. საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2016-2023წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტი, პროფესორი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე; 2023 წლიდან არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი. 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ისტორიის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |