The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კობალაძე

გიორგი კობალაძე
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1992  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1941 წელს ჩაირიცხა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში მექანიკური ფაკულტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობაზე.

1946 წელს სამუშაოდ გაანაწილეს ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში; მუშაობა დაიწყო მთავარი ტექნოლოგის განყოფილების ტექნოლოგად; სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საიარაღო-სატვიფრო განყოფილების უფროსის მოადგილედ, ტექნიკური მომარაგების განყოფილების უფროსად, საიარაღო საამქროს უფროსის მოადგილედ, ავტომატების საამქროს ეფროსად, საიარაღო-სატვიფრო კორპუსის უფროსად, ქარხნის მთავარი ინჟინრის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად. საქართველოს სს სახალხო მეურხეობის საბჭოს 1965 წლის 7 ივნისის დადგენილებით დაინიშნა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორად. 1970 წელს გადაყვანილი იქნა თბილისში, საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ნავთობ-პროდუქტების მომარაგება-გასაღების მთავარი სამმართველოს უფროსად; 1974-1991წწ. საქართველოს "ავტორემონტის" გენერალურ დირექტორად. 

წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.9

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - ლენინის ორდენი
    საქართველოს სახალხო მეურნეობის განვითარებაში მოპოვებული წარმატებებისათვის
  • საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: