Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ხარებავა![]()
Biographyდაიბადების ადგილი: სოფელ კულაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1946 წელს. 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946 წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში უფროს ინჟინერ-ტექნოლოგად; 1948-1950წწ. იყო ქარხნის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; წლების მანძილზე მუშაობდა: ძრავის საამქროს ინჟინერ-ტექნოლოგად, საამქროს უფროსის მოადგილედ; 1954 წლიდან ქარხნის წარმოების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1961 წელს გადაჰყავთ ელექტრომექანიკური ქარხნის დირექტორად; 1970 წლის მაისიდან 1983 წლის იანვრამდე საავტომობილო ქარხნის გენერალური დირექტორია; 1991 წელს მოწვეული იქნა ქარხნის გენერალური დირექტორის მრჩევლად; 1996 წლის თებერვლიდან სს "ქუთაისის ავტოქარხნის" მეთვალყურეთა საბჭოს წევრია. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მრავალი მედლით. არჩეული იჟო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად, საქართველოს უმაღლესი საბჭოს და ქუთაისის საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად. წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.10 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |