The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ჭეიშვილი

რევაზ ჭეიშვილი
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1967 წელს წარმოებისაგან მოუწყვეტლივ.

1954 წელს დაიწყო მუშაობა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში შასის საამქროს ზეინკლად. 1967-1975წწ. მუშაობდა: ამკრებ-მექანიკური საამქროს უფროსის მოადგილედ, ექსპერიმენტული და შასის საამქროების ხელმძღვანელად. 1975-1979წწ. მთავარი კონსტრუქტორის განყოფილების დიზელის ძრავის ბიუროს უფროსია. 1979-1982წწ. მთავარი ინჟინრის მოადგილე. 1982-1985წწ. ქარხნის პარტიული კომიტეტის მდივანი. 1985-1986წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგის მოადგილე, მომდევნო ორი წელი ქუთაისის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1987 წელს არჩეული იქნა საკავშირო უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1987 წლის 21 იანვრიდან 1991 წლის 1 მაისამდე– საავტომობილო ქარხნის გენერალური დირექტორია. არის მრავალი გამოგონების ავტორი და თანაავტორი.

წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.12


გააზიარე: