შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ შუბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხემლის ხიდი, მახარაძის რაიონი (ახ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1968 წელს; მოსკოვის ნ.ე. ბაუმანისსახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის ასპირანტურა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკული მოღვაწეობა დაიწყო თბილისის საჩამომსხმელო მოწყობილობის ქარხანაში უფროს ინსჟინერ-ტექნოლოგად. მუშაობდა თბილისის სატუეო-მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკურიგანჟოფილების გამგედ. 1976-1994წწ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი და კათედრის გამგეა. 1979 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. 1991 წლის 9 აგვისტოდან 1994 წლის ივნისამდე საწარმოო გაერთიანება "ქუთაისის საავტომობილო ქარხნის" გენერალური დირექტორია. იყო მრავალი სამეცნიერო შრომისა და გამოგონების ავტორი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება 1975 წელს. წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ. 12
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |