შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერმექანიკოსის სპეციალობით 1973 წელს. 1973-1975წწ. მუშაობდა სოხუმის ავტოკოლონა 2654-ის მექანიკოსად (საქართველოს საავტომობილო სამინისტროს M95 ტრესტი); 1975 წლიდან ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მთავარი კონსტრუქტორის განყოფილების ინჟინერ-კონსტრუქტორია; 1982 წლიდან მთავარი კონსტრუქტორის სამმართველოს ბიუროს უფროსი; 1982-1984წწ. მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველოს უფროსი, სატრანსპორტო საამქროს უფროსი; 1984-1994წწ. გენერალური დირექტორის მოადგილე, ქარხნის კომერციული დირექტორი; 1994 წლის 1 ივნისიდან 1995 წლის 20 მარტამდე საწარმოო გაერთიანება "ქუთაისის ავტოქარხნის" გენერალური დირექტორი. არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და რამდენიმე სამეცნიერო შრომის ავტორი, სამედიცინო რეაბილიტაციის და ესთეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.14
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |