შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ნაცვლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 1991 წელს. 1967 წელს მუშაობა დაიწყო საავტომობილო ქარხანაში; 1967-1978წწ. ავტოქარხანაში მუშაობდა: მუშად, ტექნიკოს-ტექნოლოგად, საწარმოო სწავლების ოსტატად, ინჟინერ-კონსტრუქტორად, ექსპერიმენტული საამქროს უფროსად; 1978-1980წწ. საქართველოს ალკკ ქუთაისის რაიკომის პირველი მდივანია, შემდეგ საქართველოს კპ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, მრეწველობის განყოფილების გამგის მოადგილე; 1982-1986წწ. ქუთაისის მოტობლოკების ქარხნის გენერალური დირექტორი; 1986-1991წწ. ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხნის გენერალური დირექტორი; 1991-1993წწ. კომერციული ფირმა "კრედოს" დირექტორია; 1993-1995წწ. ქ. ქუთაისის ვიცე-მერი. 1995 წლის 21 მარტიდან 2004 წლის 10 მაისამდე ქუთაისის საავტომობილო ქარხნის გენერალური დირექტორი, სს "ქუთაისის ავტოქარხნის" მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარე. წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.15 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |