The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ შამუგია

ნუგზარ შამუგია
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერმექანიკოსის სპეციალობით 1984 წელს.

მუშაობა დაიწყო აღმასკომის სარემონტო სამშენებლო სამმართველოში მუშად; არჩეული იქნა ჯერ იმავე სამმართველოს, ხოლო შემდეგ ავტოსატრანსპორტო გაერთიანების კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1978 წელს გადაყვანილი იქნა საავტომობილო ქარხნის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ; 1980-1990წწ. მუშაობდა ქარხნის კომკავშირის კომიტეტის მდივნად, საქარხნო პროფკომიტეტის თავმჯდომარედ, ქარხნის პარტიული კომიტეტის მდივნად, გეგუთის ნახევრადმისაბმელების ქარხნის დირექტორად, ამკრებ-ჩამბარებელი წარმოების დირექტორად; 1990 წელს გადაყვანილ იქნა გენერალური დირექტორის მოადგილედ წარმოების დარგში; 1994 წელს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილეა; 1995-1996წწ. კომერციული დირექტორი, ქართულ-ირანული საწარმოს "საიკოს" დირექტორი, ქარხნის საგარეო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი; 1998-2004წწ. მუშაობდა აგრეგატული კორპუსის ხელმძღვანელად, შპს "ავტოაგრეგატის" მენეჯერად, შპს "ექსპედიციის" დირექტორად; 2004 წლის 4 აპრილიდან სს "ქუთაისის ავტოქარხნის" გენერალური დირექტორია.

წყარო: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.16


გააზიარე: