შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1961 წელს. 1962-1991წწ. მუშაობდა ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყვეობის ინსტიტუტში ლაბორანტად, უფროს ინჟინრად, უმცროს მეცნიერ მუშაკად, უფროს მეცნიერ მუშაკად, სწავლულ მდივნად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად და ბოლოს დირექტორად. 1991-1992წწ. იყო საქართველოს სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1993 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეტყევეობის და ბუნების დაცვის კათედრის პროფესორი; 1995-2005წწ. ამავე კათედრის გამგე; 2005 წელს ვ. გულისაშვილის სახელობის მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1984 წელს სადოქტორო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 110 სამეცნიერო შრომა, მათ შორის ერთი ბროშურა, ორი მონოგრაფია და ორი სახელმძღვანელო. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1993). წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.137; თენგიზ ჯაფარიძე : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2009. - 24 სექტემბერი. - N190-192 (6290-6292). - 43გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |