შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საულ ადეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალშენი, სოხუმის რაიონი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ მუშაობდა სოხუმის მარმარილოს წიაღისეულის გადამამუშავებელ საამქროში მძღოლად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 14 აგვისტოდან სათავეში ჩაუდგა ახალშენის ახალგაზრდა მებრძოლებს, ჩარიცხული იქნა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის რიგითად. დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბრს სოფელ ახალშენთან მიმდინარე ბრძოლის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 -თბ.,1996.-გვ.41
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |