Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ბერეკაშვილი![]()
Biographyდაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი (ნიუ-იორკი, აშშ) 2000 წელს და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში; 2001-2002წწ. სწავლობდა კასს ბიზნეს სკოლაში (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), მიენიჭა მაგისტრის ხარისხი რისკების მენეჯმენტსა და კორპორატიულ ფინანსებში. 2000-2001წწ. - ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია BIDC Investment Co.-ს პროექტის მენეჯერი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა მწვანე (Green field) პროექტების დაფინანსება აღმოსავლეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში; 2002-2003წწ. მუშაობდა ლონდონში, Elgin Capital (Investment Hedge Fund)-ის რაოდენობრივ ანალიტიკოსად (ძირითადი საქმიანობა: რეკომენდაციების მიცემა კორპორატიული ობლიგაციების შესყიდვა/განთავსება/გაყიდვის საკითხებში). კომპანია ეწეოდა კორპორატიული (investment graded) ობლიგაციებით ვაჭრობას; 2003-2011წწ. - კომპანია VIT-XXI-ის (მოსკოვი) თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა სამოქალაქო მშენებლობა-დეველოპმენტი; 2012-2024წწ. - კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენი" (თბილისი), თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; 2021-2024წწ. - კომპანია "ბიქეი ჰოლდინგი" (თბილისი, საქართველო), თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |