The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამბროსი გოგუაძე

ამბროსი გოგუაძე
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1988  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ზომლეთის სასაფლაო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის დრამატული წრის წარმოდგენებში, მისი პარტნიორები იყვნენ შემდგომში კარგად ცნობილი, საქართველოს სახალხო არტისტები: მედეა ჯაფარიძე, იაკობ ტრიპოლსკი და სხვები. იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა მხატვრული კითხვის ოსტატობით და იმჟამად ამ ჟანრში ბადალი არ ჰყავდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი განაწილებით გაგზავნეს საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორის საშუალო სკოლის დირექტორად. რამდენიმე წელში დაინიშნა საქართველოს კომპარტიის ჩოხატაურის რაიკომის ინსტრუქტორად და  საცხოვრებლად მშობლიურ სოფელ ზომლეთში გადავიდა. შემდგომში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ჩოხატაურის რაიკომის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგედ, სადაც კარგა ხანს იმუშავა. ამის შემდეგ გადაიყვანეს სოფელ ვან-ზომლეთის საშუალო სკოლის დირექტორად. მისი უდიდესი დამსახურებაა სოფელ ზომლეთის შესასვლელთან მდინარე სუფსაზე აშენებული კაპიტალური ხიდის მშენებლობა, რომელმაც ფაქტიურად ერთმანეთს უმოკლესი გზით დააკავშირა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონების სოფლები. მისი დამსახურებაა სოფელ ზომლეთში მოხრეშილი საავტომობილო გზების გაყვანა, სოფლის ცენტრში ადმინისტრაციული შენობის დაპროექტება და მშენებლობა, სოფლიდან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და იქ დაღუპულ მეომართა სპეციალური მემორიალის მოწყობა.

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.52-54


გააზიარე: