შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტატიანა მეგრელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1985 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა რუსული ფილოლოგიის სპეციალობით 1997 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა სლავური ფილოლოგიის მიმართულებით 2005 წელს. 1979-1980წწ. გ. დიმიტროვის სახ. თბილისის საავიაციო ქარხანა, მთ. კონსტრუქტორის განყოფილება, ტექნიკოსი; 1986 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში სტუ), 1986-1998წწ. რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრა, მოწვეული მასწავლებელი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 1997-2005წწ. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსული ლიტერატურის კათედრა, მასწავლებელი; 1998-2001წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რუსული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის კათედრა, დოცენტი; 2001-2007წწ. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი, დოცენტი, პროფესორი; 2005-2006წწ. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსული ლიტერატურის კათედრა, დოცენტი (0,5 შტატი); 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რუსული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის კათედრ, ასოც. პროფესორი; 2006-2007წწ. შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რუსული ენისა და ლიტარატურის მიმართულება, მოწვეული სპეციალისტი პროფესორის თანამდებობაზე; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რუსული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის კათედრა, ასოც. პროფესორი, დოცენტი; 2013-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ლიბერალურ-მეცნიერებათა დეპარტამენტი, პროფესორი; 2017-2019წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უცხოური ენების დეპარტამენტი, ასოც. პროფესორი; 2019-20232წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უცხოური ენების დეპარტამენტი, პროფესორი; 2023 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უცხოური ენების დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "Philologie" – ს სარედაქციო კოლეგიის მუდმივი წევრი (პოლონეთი); სამეცნიერო ჟურნალი "Scripta manent"– ს სარედაქციო კოლეგიის მუდმივი წევრი (საქართველო); სამეცნიერო კრებულის (საქართველო), მონოგრაფიების (საქართველო, პოლონეთი) და სახელმძღვანელოების (საქართველო) რედაქტორი; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზატორი, ორგკომიტეტისა და სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოწვეული ექსპერტი (რუსული ენა); მთარგმნელი–სტილისტი; ასოციაცია "Litera"-ს პრეზიდენტი; FIPLV-ს (International Federation of Language Teacher Associations) წევრი; МАПРЯЛ-ის (რუსული ენისა და ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია) წევრი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |