Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ კიკვაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკოს-კიბერნეტიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს; საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1972-1980წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ოპერაციათა კვლევისა და სისტემური ანალიზის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1980-1990წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი, მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1994 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1994-2006წწ. ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების და მოდელირების კათედრა, დოცენტი, კათედრის გამგე; 2006-2009წწ. ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულება, სრული პროფესორი, მიმართულების ხელმძღვანელი; 2009 წელს ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტი, სრული პროფესორი (მოწვეული); 2012-2016წწ. ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2013-2019წწ. ეკონომიკური პროცესების მოდელირების ლაბორატორია, ლაბორატორიის უფროსი; 2017 წელს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტი, სრული პროფესორი (მოწვეული); 2017 წლიდან საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტი, პროფესორი. სამეცნიერო-პედაგოგიური კვლევის ინტერესების სფეროების შესაბამისად მას ადგილობრივ და რიგ უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სამეცნიერო სტატია, არის რამდენიმე სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში, აწარმოებდა და აწარმოებს როგორც მაგისტრანტების, ისე დოქტორანტების ხელმძღვანელობას ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |