Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ეფრემიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1986 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიურ ფაკულტეტზე. ორი კურსის დასრულების შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომლის დამთავრებისთანავე კვლავ განაგრძო სწავლა. არჩეული იყო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ. მეხუთე კურსზე სწავლის დროს უნივერსიტეტის სხვა წარჩინებულ სტუდენტებთან ერთად სასწავლებლად მიავლინეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუიორკის და ბოსტონის უნივერსიტეტებში. მან მონაწილეობა მიიღო აშშ-ის მიერ ჩატარებულ სპეციალურ ტესტებში. პირველი ტური წარმატებით გაიარა საქართველოში, მაგრამ 1991-92 წლებში, ქვეყანაში მიმდინარე ქაოსური პროცესების გამო, საქართველოში შეუძლებელი გახდა მეორე ტურის ჩატარება, რის გამოც მან იგი ერევანში ჩააბარა და იქ გამარჯვების შემდეგ გახდა ბენჟამენ ფრანკლინის სახელობის სტიპენდიანტი, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა, ჯერ კოლორადოს შტატის დენვერის უნივერსიტეტში, შემდეგ კი კალიფორნიის შტატის ქ. ლოს-ანჟელესის კლერმონტის უნივერსიტეტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის წოდება. იგი იქვე დატოვეს სამუშაოდ და მისცეს ლექციების ჩატარების უფლება. იმის მიუხედავად, რომ ასპირანტურის დამთავრებისა და ხარისხის დაცვისთანავე ლევან ეფრემიძეს სამუშაოს სთვაზობდნენ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები და ბიზნესის წარმომადგენლები, მან უარი თქვა ყველა წინადადებაზე და ქალაქ ლოს-ანჟელესის კლერმონტის უნივერსიტეტში გააგრძელა ლექციების კითხვა. იგი მუშაობს კალიფორნიის შტატის პეპერდაინის უნივერსიტეტის ბიზნეს ასპირანტურაში პროფესორად. მას ოცზე მეტი სამეცნიერო სტატია აქვს გამოქვეყნებული წამყვან ფინანსურ და ეკონომიკურ ჟურნალებში. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია ფინანსური კრიზისების და კაპიტალის ბაზრების სწორი ფუნქციონირების საკითხები. იგი, როგორ ექსპერტი და კონსულტანტი, წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიოებთან. მან ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოსანჟელესის კლერმონტის უნივერსიტეტში 2008 წლის 30 აპრილს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რის შედეგადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება ფინანსებისა და ეკონომიკის დარგში. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე.-თბ., ლეთა, 2017. -გვ.102-108
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |