Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოჩა ავთანდილაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქარელი. 1983 წელს ჩაირიცხა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტზე. I კურსის დამთავრების შემდეგ, 1984 წლის ივნისში გაწვეული იქნა საბჭოთა არმიის რიგებში. მსახურობდა ვლადივოსტოკის ოლქში, 1986 წელს დემობილიზებული იქნა და სწავლა განაგრძო ზემოხსენებულ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1990 წელს, მუშაობდა ქარელის წყალთა მეურნეობის სამმართველოში. 1992 წლის 27 აგვისტოს, როგორც რეზერვისტი, გაიწვიეს ეროვნული გვარდიის რიგებში. ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანის მეთაურს ოპერაციების ჩატარება უხდებოდა გაგრის რეგიონში სოფელ კოლხიდასთან. დაიღუპა 1992 წლის 22 სექტემბერს სოფელ კოლხიდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.44-45
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |