Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეა ცომაია![]()
Biographyდაამთავრა ნ. დობროლუბოვის სახელობის ლინგვისტური უნივერსიტეტი (რუსეთი) ბაკალავრის ხარისხით 2000 წელს; რუსეთის სახელმწიფო ნ. დობროლიუბოვის სახ. ლინგვისტური უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით 2002 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2011 წელს. 1998-2002წწ. ინგლისური ენის მასწავლებელი; 2002-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, ინგლისური ენის კათედრა, ინგლისური ენის ლექტორი; 2005-2009წწ. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტუალი"-ს რედაქცია, სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანაშემწე; 2006-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ეკონომიკური, საფინანსო და სამეურნეო საქმეთა დეპარტამენტი, უფროსის თანაშემწე; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ სოციალური ფაკულტეტი, ინგლისურის ენის კათედრა, ასისტენტ-პროფესორი; 2010-2015წწ. ქ. თბილისის საკრებულო, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის კომისია, ხელმძღვანელის მრჩეველი (საერთაშორისო საკითხებში); 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: 2013-2021წწ. ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან პროფესორი; 2018-2020წწ. უცხოური ენების დეპარტამენტი, უფროსის მოადგილე; 2017-2023წწ. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისია, მდივანი; 2021 წლიდან მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების ტესტების ავტორი და საგამოცდო ცენტრის სააპელაციო კომისია, წევრი; 2021 წლიდან სამეცნიერო ჟურნალი "განათლება", სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2023 წლიდან სტუ-ს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების კომისია, თავმჯდომარე. ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა, 2019 წელს მიანიჭა "წლის ქალი მეცნიერის" წოდება. ფილოლოგიის დოქტორი (2011), პროფესორი (2011). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |