The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ჯანჯღავა

ლაშა ჯანჯღავა
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1993 წელს.

ჭადრაკის თამაში ისწავლა 9 წლის ასაკში. 15 წლის ასაკში მიენიჭა ოსტატის წოდება, ხოლო 16 წლის ასაკში გახდა საერთაშორისო ოსტატი, 19 წლის ასაკში – საერთაშორისო დიდოსტატი. რამდენჯერმე იყო საქართველოს ჩემპიონი მოსწავლეთა შორის, შემდეგ – მამაკაცთა შორისაც. წარმატებით ითამაშა მრავალ საერთაშორისო ტურნირში. 1992 წელს მოიპოვა სტუდენტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. 1992 წლიდან ეწევა სამწვრთნელო საქმიანობას. იყო მრავალი ცნობილი მოჭადრაკის მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული არაერთი ბავშვი გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თუ პრიზიორი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. სხვადასხვა დროს იყო საქართველო ოლიმპიური ნაკრების წევრი და მთავარი მწვრთნელი. ლ. ჯანჯღავას სამი წიგნი საჭადრაკო დებიუტების თეორიაში გამოიცა ინგლისში 2000-2003 წლებში.

წყარო: გეპატიჟებით ჭადრაკის სამყაროში / ლაშა ჯანჯღავა.-თბ.,2015.-გვ.4

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: