The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ზაალიშვილი

გურამ ზაალიშვილი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:იურისტი, პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1959 წელს; დაუსწრებლად დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1971 წელს.

იგი წარმატებით გამოდიოდა სპორტულ ტანვარჯიშში სხვადასხვა შეჯიბრებებში. მან მიიღო სპორტულ ტანვარჯიშში პირველი კატეგორიის მსაჯის კვალიფიკაცია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი განაწილებით მიავლინეს დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ ურალსკის პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას სამუშაოდ გზავნიან რუსთავის ქიმიურ კომბინატში ფიზკულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ. 1971 წლიდან მან 10 წელი იმუშავა ქ. თბილისის აღსრულების ბიუროში, საიდანაც სამუშაოდ გადავიდა თბილისის ნაძალადევის რაიონის აღმასკომში იურისტად. 1988 წელს დაინიშნა თბილისის N10-ე სანოტარო ბიუროს ნოტარიუსად, სადაც 20 წელი იმუშავა. იგი  აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უშუალოდ მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა და დაფუძნდა "საქართველოს პურისმჭამელთა და ეროვნული წეს-ჩვეულებების საზოგადოება", რომლის პრეზიდენტად იგი ერთხმად იქნა არჩეული. 

წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.109-113

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სპორტის ოსტატი

გააზიარე: